Foto

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოშია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოშია. 

მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო და ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდება, შემდეგ კი დაგეგმილია შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებთან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, რიკ დემსთან ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე გაამახვილებე. კერძოდ, კი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე, მოსამართლეების დანიშვნასა და საარჩევნო რეფორმაზე. 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შს მინისტრებთან.

რიკ დემსის ვიზიტი საქართველოში 28 ივლისს დასრულდება.